4 ივნისს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულება
4 ივნისს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღესრულება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.