მშობიარობიდან ორ საათში თავშესაფარში მირბოდა – დედობის ისტორია ომის პირობებში

ომის დროს დედები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, კერძოდ, იძულებულები არიან იმშობიარონ სახლში, რადგან ოკუპანტები სასწრაფო დახმარების მანქანები არ უშვებენ. ასევე არის საფენების, საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობა.

თანაც, ეს ყველაფერი უმწეობის განცდით, რადგან არც ერთი დედა არ ითხოვს დაბომბვის ქვეშ შვილის უსაფრთხოების გარანტიას.

„უკრაინული სიმართლე. ცხოვრება“ ესაუბრა ქალებს, რომლებმაც ომის დროს იმშობიარეს და შეცვალეს ცხოვრება, რათა დაეცვათ ყველაზე ძვირფასი.

გაიქცა თავშესაფარში მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ

ჯულიამ დიდი ხნის ნანატრი ქალიშვილი გააჩინა ხარკოვში ომის მეორე დღეს, დაბომბვის დროს.

– საშინელება იყო. 24-ში ჩვენ, ისევე როგორც მთელმა უკრაინამ, აფეთქებების ხმაზე გავიღვიძეთ. წყლები დავღვარე სტრესის გამო, მაგრამ ჭინთვები არ დაწყებულა. პირველი ღამე სარდაფში გავატარე სხვა მშობიარე ქალებთან და ახალშობილებთან ერთად.

ქალიშვილი, იაროსლავა, 25 თებერვალს შემეძინა. სწორედ მაშინ, ხარკოვში, ყველგან აფეთქებები, დაბომბვა ისმოდა. თავშესაფარში ჩასვლა მინდოდა, მაგრამ სისხლდენა დამეწყო. ექიმებთან ერთად სამშობიარო ოთახში მომიწია ყოფნა. აფეთქებების ხმების ფონზე ექთნები ფანჯრებზე წებოვან ლენტებს აკრავდნენ.

ექიმებმა სისხლდენა შეაჩერეს, ამიტომ ჯულია ქმართან და შვილთან ერთად თავშესაფარში ჩავიდა.

– ვერ წარმოვიდგენდი, რომ მშობიარობიდან 2 საათში თავშესაფარში გავიქცეოდი, მაგრამ იქვე საყვარელი მამაკაცი იყო და ქალიშვილს მის მკლავებში ეძინა.

მეჩვენებოდა, რომ რაღაც მომენტში ომი უბრალოდ არ არსებობდა, რადგან მე მქონდა ყველაფერი, რაზეც ასე ვოცნებობდი. დედობა უსაზღვრო ბედნიერებაა, მაგრამ ის არ აღწერს სიხარულის მთელ სპექტრს.

სამშობიაროში სამი დღის ნაცვლად იულიამ და იაროსლავამ ხუთი გაატარეს.

– ექიმებს გამოწერის გადადება ვთხოვეთ. როდესაც ვადა ამოიწურა, მანქანაში ჩავსხედით და წავედით ზაპოროჟიეში. ჩვენ მოვახერხეთ გასვლა 15-წუთიანი „დუმილის დერეფანში“. იმის გამო, რომ მაშინ, როგორც ამბობენ, ხარკოვზე 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, იერიში მიჰქონდათ.

ჯულია ამბობს, რომ უამრავ პრეტენზიას ისმენდა, ზოგჯერ თვითონაც უკმაყოფილო იყო ბინით ან რაღაც წვრილმანებით, მაგრამ ომმა და პატარა ქალიშვილმა რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება.

– მე უფრო მეტად დავიწყე ქმრის დაფასება, მისი სიყვარული, რადგან სულ ჩემთან იყო, შეძლებისდაგვარად მამშვიდებდა და ბავშვთან მეხმარებოდა. ჩემთვის ყველაზე რთული ცხოვრების წესის შეცვლა იყო: ჩვევების შეცვლა მომიწია. მაგრამ, როცა ხედავ, რომ ბავშვი გიღიმის, სამყაროში ყველაფერს დაივიწყებ.

მან დასძინა, რომ ისინი მინიმალური ნივთებით გაიქცნენ – აკვნის და ეტლის გარეშე. მხოლოდ ბავშვით ხელში.

– რა თქმა უნდა, მინდა, ჩემს ქალაქში ვიცხოვრო, ჩემი ქალიშვილი გავასეირნო ეტლით, რომელსაც ამდენი ხანი ვირჩევთ და ჩავაწვინო, საწოლში რომელსაც ვეძებდით. ასევე, გავიყვანო ჩვენს საყვარელ პარკში.

ახლა ჩვენ უსაფრთხოდ ვართ, სამივეს შეგვიძლია ტბასთან სიარული. ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი – რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ერთად – ახდა.

მეხუთე შვილი ბომბების ქვეშ გავაჩინე

ანა და სადაი უკვე ერთი წელია, დაქორწინებულები არიან. ანა წინა ქორწინებიდან ორი უფროსი 22 და 21 წლის ქალიშვილი, ასევე 5 და 10 წლის ვაჟი ჰყავს. 

როდესაც ომი დაიწყო და მათი სოფელი ჩერნიჰივში ოკუპაციაში მოჰყვა, ცოლ-ქმარი მიხვდა, რომ საერთო შვილი გაჩენა ოკუპაციაში მოუწევდათ.

პირველი ამოცანა იყო, ერთი გუნდი გავმხდარიყავით. ჩვენთან ხარკოვიდან ჩამოვიდა ორსული უფროსი ქალიშვილი მეუღლესთან და მამამთილთან ერთად. ჩვენ ვხედავდით, როგორც ჩხუბობდნენ თანასოფლელები და სროლის დროს სხვადასხვა სახლებში გარბოდნენ.  ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გავერთიანებულიყავით და მოვალეობები გადაგვენაწილებინა.

როგორც ანა ჰყვება, როდესაც უფროსი ქალიშვილი ხარკოვში ცხოვრობდა, ცოტა წუნია იყო, მაგრამ როდესაც ჩერნიჰივში ჩავიდა, მიხვდა, რომ აქ ამის დრო არ იყო.

–  ჩვენ ძალები გავაერთიანეთ, ერთად დავდიოდით წყალზე. უნდა წავსულიყავით მეზობლის ეზოს გავლით და გზაზე გადავსულიყავით. მშვიდობიან დროს ეს პატარა გზა იყო, ალბათ, 150 მეტრი, მაგრამ სროლის ქვეშ ორი ორსულისთვის ეს ადვილი არ არის! ჩვენ ვიღებდით ურიკას, ვავსებდით წყალს და ნელ-ნელა მივგორავდით. ვხედავდით, რომ რუსები ლმობიერად ექცეოდნენ ორსულებს და ამით ვსარგებლობდით.

მშობიარობა დათქმულზე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, ისეთ დღეს, როდესაც რუსები მთელი ძალით უტევდნენ რაიონს. ანამ სახლში იმშობიარა: სამზარეულო სამშობიარო დარბაზად გადააკეთეს, ხოლო მეუღლე, მამამთილი და უფროსი ქალიშვილი დამხმარეები იყვნენ.

– მშობიარობა ძნელი იყო: ვფიქრობდი, რომ უფრო გამიადვილდებოდა. ძლიერი სროლის გამო მესმოდა, რომ საავადმყოფოში ვერ წამიყვანდნენ, ვინაიდან ეს სახიფათო იყო. მაგრამ ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა!

უმცროს ქალიშვილს მიროსლავა დაარქვეს. ინტერვიუს ჩაწერის დროს პატარა გაეღვიძა. ანამ მას აჭამა და საუბარი განაგრძო.

– ჩემი დედობა საინტერესო გამოდგა. გოგონები სოფელში გავაჩინე, სადაც პამპერსებს არ აღიარებდნენ. მაშინ გავიარე ახალბედა მებრძოლი დედის კურსი. ბიჭები ცივილიზებულ პირობებში გაჩნდნენ, ხოლო ყველაზე პატარა, მიროსლავა – დაბომბვის ქვეშ. თვითონ მისი დაბადებაც ძალიან გამორჩეული იყო. გოგონებთან ეს რაღაც ახალი იყო, ბიჭებთან – უკვე გააზრებული და დაფასებული, ხოლო მიროსლავა – შეგრძნებებით ძალიან ბრძენია და დიდი. თითქოს, მე მას კი არა, ის მეხმარება მე.

ანა ამბობს, რომ ქალიშვილის დაბადებამდე საფენების მხოლოდ პატარა შეფუთვა ჰქონდა, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე დღეში ამოიწურა. მას გამოადგა უნარები და გამოცდილება, რაც უფროსი ქალიშვილების გაზრდისას შეიძინა.

უფროსი ვაჟი ხშირად იღვიძებს შუაღამისას და ტირის. ანა ამბობს, რომ ომის გამო პანიკური შეტევები აქვს. ბიჭი ღამე მიდის, რომ მშობლებს ჩაეხუტოს სიტყვებით: „ხომ იცოცხლებთ?”

–  როდესაც ჭურვები ძალიან ახლოს ვარდებოდა, ჩვენ კიბის ქვეშ პატარა სივრცეში ვისხედით ხელჩაკიდებულები და ჩახუტებულები. ასე ის ჩვენ გვიყურებდა და საკუთარ თავზე არ ღელავდა. მე მასთან ფქისოლოგიურად ვმუშაობ.

ხოლო უმცროსი – ანდრეი – ისეთი ყოჩაღია! მე მისი დამშვიდება არ მომიწია. ის თავშესაფარში ამბობდა: „აბა, ვიმღეროთ! ოჰო!  ფოიერვერკები! როგორც ახალ წელს!“. ხანდახან ისე ხდებოდა, რომ ყურებში ბამბას ვიდებდით და უფრო ხმამაღლა ვმღეროდით.

ანა თვლის, რომ დედობაში ყველაზე მნიშვნელოვანია – გაუმკლავდე და გაზარდო ჯანმრთელი ადამიანები.

მე არ ვიტყოდი, რომ დედობა რთულია. უბრალოდ, ამით უნდა იცხოვრო. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები