„ყველა კუნძს თავისი ისტორია აქვს“ – მოახლოებული აღდგომა და საყვარელ საქმედ ქცეული ჰობი

პროფესიით ამერიკათმცოდნეა. ყოველთვის ყვარდა ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ახალი იდეებიც თავისით ჩნდება, განსაკუთრებით კუნძების მოხატვა უყვარს.
ამბობს, რომ
ცდილობს, დღესასწაულებს შეუსაბამო ნახატები. სააღდგომო კუნძები ფერადი და განსაკუთრებული გამოდის. – თვითნასწავლი ხელოვანის, ნინო კლერტიაშვილის პერსონა.

– ჩვეულებრივი სტანდარტული ბავშვობა მქონდა, არაფერი განსაკუთრებული, როგორც 90-იანებს შეეფერებოდა.
ამერიკათმცოდნე ვარ, მაგრამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ყოველთვის მიყვარდა ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
– როდის დაიწყეთ კუნძების მოხატვა და რამ გადაგაწყვეტინათ მაინცდამაინც კუნძები?
– კუნძების შექმნის იდეა 2 წლის წინ, ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე გამიჩნდა. პატარა შვილი მყავს, შესაბამისად, ვერ ვტოვებდი, რომ მემუშავა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი იდეა სტარტაპად მექცია.
– ამბობთ, რომ განსაკუთრებით ახალი წელი გიყვართ და ახალი იდეები მაშინ მოდის…  და მაინც, რომელი ახალი წელი იყო თქვენთვის ამ მხრივ განსაკუთრებული?
– ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს, რაც კუნძების ხატვას შევუდექი, კიდევ უფრო შემიყვარდა. საოცარი შეგრძნებაა, როცა ხალხს მოსწონს, რასაც ქმნი და თავის ემოციებს გიზიარებენ.
თქვენს გვერდზე კუნძები • Kundzebi უკრაინის მხარდასაჭერი პატარა სამკაულებიც გვხვდება…
–  უკრაინაში დაწყებულმა ომმა ძალიან იმოქმედა, ამიტომ გადავწყვიტე, მათი დროშის ფერები გადამეტანა კუნძებზე, 30-მდე „ბრელოკი“ დავამზადე, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამიყიდია, ყველა მსურველისთვის საჩუქრად დავამზადე.
– კუნძები ფერადი  და სამახსოვრო საჩუქარი აღდგომის დღესასწაულისთვის
– ყველა კუნძს თავისი ისტორია აქვს. ვცდილობ, ნახატები დღესასწაულებს შევუსაბამო. სააღდგომო კუნძები ფერადი და განსაკუთრებული გამოდის. ყველა დეტალს და წერტილს ვაქცევ ყურადღებას, მინდა ყველაფერი იდეალურად გამოვიდეს.
– როგორ მუშაობთ და რა მასალას იყენებთ?
– მასალა ბუნებრივი ხეა, რომელსაც თავად ვამუშავებ, საღებავები კი, ძირითადად, გუაშია, რათა მეტად უსაფრთხო იყოს.
– ამბობთ რომ თავიდან ხატვა არ იცოდით, მაგრამ კუნძები მოხატულია…
– ხატვა კუნძებთან ერთად ვისწავლე. მანამდე არანაირი გამოცდილება არ მქონია. თითოეულ მათგანში მთელ გულს ვდებ. ყველა დეტალს ვაკვირდები…
– ჰობი…
–  ჩემი ჰობი ამ ეტაპზე არის კუნძები, მიყვარს, რასაც ვაკეთებ…
– ოჯახი… როგორ გიწყობენ ხელს ოჯახის წევრები მუშაობაში?
– ოჯახი განსაკუთრებულად მიდგას გვერდში, ყველა ჩართულია ამ საქმიანობაში… ჩემი პატარა შვილი ჩემთან ერთად ხატავს…
– სამომავლო გეგმები…
– უამრავი გეგმა მაქვს, ვცდილობ, კუნძებს ისეთი დანიშნულება მოვუძებნო, რომელიც მხოლოდ დეკორთან არ იქნება დაკავშირებული და უფრო ფართოდ შეძლებს ადამიანი მის გამოყენებას…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები