დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ერთ ჰექტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სახელმწიფო უსასყიდლოდ დაუმუშავებს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი პროექტი ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო ერთ ჰექტარამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სრულიად უსასყიდლოდ დაუმუშავებს.
ბენეფიციარების მიწის სეზონური დამუშავების პროცესს, ა(ა)იპ დმანისის კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ადუაშვილი დაესწრო.
სამუშაოებს ა(ა)იპ დმანისის”კომუნალური” სამსახური ახორციელებს, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციამ სამუშაოების შესასრულებლად სამი ტრაქტორი გადასცა. ამასთან, შეირჩა და დასაქმდა სამი ოპერატორი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ათმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
პროგრამით სარგებლობის უფლება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს აქვთ, რომელთა სოციალური სარეგისტრაციო ქულა 100 000-ს არ აღემატება და საკუთრებაში დასამუშავებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვთ.