COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს 13:00 საათიდან 15 სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება ხელმისაწვდომი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა – ფაიზერი, დღეს 13:00 საათიდან 15 სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება ხელმისაწვდომი.

მათივე ცნობით, ქვეყანაში წლის ბოლომდე 1 მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა.

“საქართველოში ფაიზერის ახალი დოზების მორიგი მოწოდება განხორციელდა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 აპრილის 13:00 საათიდან 15 სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება ხელმისაწვდომი.​ ფაიზერის ვაქცინა განკუთვნილია 12 + ასაკის მოქალაქეთა პირველადი და ბუსტერ ვაქცინაციისთვის. ქვეყანაში წლის ბოლომდე 1 მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა.

შეგახსენებთ, რომ გრძელდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების 200-100 ლარიანი პროგრამა ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge

ან მიმართოთ მითითებულ კლინიკებს. ვრცლად იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც ფაიზერის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაციას გაეცანით https://cutt.ly/bFrL97Y”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები