პრეზიდენტი: რუსეთმა ყველა მორალური უფლება დაკარგა, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებლური ეკლესიისა

რომ არა აღდგენა ავტოკეფალიის, ალბათ, არც დამოუკიდებლობის აღდგენა არ იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთ დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ყველა მორალური უფლება დაკარგა, იყოს ერთმორწმუნე მართლმადიდებლური ეკლესიისა.

“არ შეიძლება, დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება, სადაც, რეალურად, იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინელი ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა ყველა მორალური უფლება დაკარგა, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები