ბუჩიდან და გოსტომელიდან ხალხის ევაკუაცია ვერ ხერხდება – ოკუპანტები მოქალაქეებს ესვრიან

TOPSHOT - People stand in line in front of a supermarket while smoke billows over the town of Vasylkiv just outside Kyiv on February 27, 2022, after overnight Russian strikes hit an oil depot. - Ukraine's foreign minister said on February 27, that Kyiv would not buckle at talks with Russia over its invasion, accusing President Vladimir Putin of seeking to increase "pressure" by ordering his nuclear forces on high alert. (Photo by Dimitar DILKOFF / AFP) (Photo by DIMITAR DILKOFF/AFP via Getty Images)

ბუჩიდან და გოსტომელიდან ხალხის ევაკუაცია ვერ ხერხდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობასაც ესვრიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსეი კულება ავრცელებს.

„სამწუხაროდ ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ხალხის ევაკუაცია შეუძლებელია. ბუჩასა და გოსტომელში შეტაკებებია“,- აღნიშნა ალექსეი კულებამ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბუჩაში ახლა რუსი დამპყრობლები იმყოფებიან, რომლებიც ბუჩელებს თავშესაფრებიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ქალაქში შუქიც არ არის.

მათივე ცნობით, არსებობს მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის ფაქტებიც. კერძოდ, ოკუპანტები შეიჭრნენ კერძო სახლში და თავში გასროლით 69 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მის მეუღლეს სარდაფში ჩასვლა უბრძანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები