ხერსონში პატრიოტული ძალების საპროტესტო აქცია კვლავ შეიკრიბა, რუსი ოკუპანტები კი მიტინგის დაშლის მიზნით ძალების მობილიზებას ახდენენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრიოტული აქციის ბლოკირებას გეგმავენ, ადგილზე მობილიზებას ახდენენ და მოსახლეობას ჰაერში სროლით აშინებენ.