უკრაინაში, ენერგოდარში, რუსი ოკუპანტენი საქალაქო საბჭოს შენობაში შეიჭრნენ და შიგნიდან ჩაიკეტნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, დმიტრი ორლოვი ავრცელებს,
„დილის 08:00 საათზე ადგილობრივი ხელისუფლება სრულ შემადგენლობაში სამსახურში მივიდა, მაგრამ მერიის შენობაში მოხვედრა ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ოკუპანტებმა კარი ჩაკეტეს. ვეძებთ სამუშაოსთვის სხვა ადგილს რითაც ოკუპაციის პირობებში ქალაქ ენერგოდარის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველვყოფთ. მიუხედავად ყველაფრისა, ენერგოდარი იყო და დარჩება უკრაინა“,- აღნიშნა მერმა.
როგორც ცნობილია, საქალაქო საბჭო პიცერიის შენობაში იმუშავებს, მაგრამ უკრაინის დროშის ქვეშ.