ვიტალი კლიჩკო: ისინი ცდილობენ კიევში შემოსვლას, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა აგრესორისთვის პასუხის გასაცემად ემზადება

უკრაინის დედაქალაქის მერმა კიევისა და სრულიად უკრაინის მოსახლეობას მიმართ და გაამხნევა თავდასხმის ქვეშ მყოფი ქალაქების მოსახლეობა. მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ დღევანდელი ღამე კიეველებისთვის, წინა დღეების მსგავსად, რთული იქნება.

„მეგობრებო, ძვირფასო კიეველებო. დღევანდელი ღამეც ძალიან რთული იქნება. ამიტომ, ჩვენი ჯარისკაცები დედაქალაქის დასაცავად ემზადებიან, ხოლო კიეველებს გთხოვთ, ეს ღამე თავშესაფარში გაატაროთ. მტერი სატანაა. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებს ანადგურებენ. ანადგურებენ ჩვენს ინფრასტრუქტურა. მაგრამ თავადაც დიდი დანაკარგი აქვს – ადამიანური და სამხედრო ტექნიკის. როგორც ჩანს, რუსები არ ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას და უკრაინელების ასეთ სულისკვეთებას, როგორც სამხედროების ისე მოქალაქეების.

ჩვენი მეგობრები გმირულად იბრძვიან მთელს უკრაინაში. ჩვენი ხალხი გაერთიანდა, რათა საკუთარი სამშობლო დაცვას. ისინი ცდილობენ კიევში შემოსვლას, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა აგრესორისთვის პასუხის გასაცემად ემზადება… მინდა, მხარი დავუჭირო უკრაინელებს და მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის ირპენის, ვორზელი, ბუჩის და გოსტომელის მოსახლეობას, სადაც ბრძოლა ამ წუთებშიც გრძელდება, ვინაიდან მტერი კიევისკენ მიილტვის. გამაგრდით, ჩვენ ამას გავუძლებთ!“, – მიმართავს უკრაინელებს ვიტალი კლიჩკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები