„მეთაურებმა მიგვატოვეს, კარგად მექცევიან ჩვენი ძმები, უკრაინელები“,- ტყვეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცი ახლობლებს დაუკავშირდა

უკრაინაში „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა, რომლის მეშვეობითაც რუსებს შეუძლიათ გაიგონ ცოცხალი არიან თუ არა მათი ნათესავები, აიყვანეს თუ არა ტყვედ, აქვთ თუ არა დაზიანებები, ან შეიტყონ, როდის და როგორ შეუძლიათ, გადაასვენონ საკუთარი გარდაცვლილი ნათესავის ცხედარი.

აღნიშნულის მეშვეობით ერთ-ერთი რუსი ტყვე ნათესავებს დაუკავშირდა და დაამშვიდა ისინი, უთხრა რომ ცოცხალია და მას კარგად ექცევიან.

„მეთაურებმა მიგვატოვეს, თითქმის მთელი კოლონა დაინგრა. მე სასწაულებრივად გადავრჩი. კიევში ვართ ტყვეობაში, კარგად მექცევიან ჩვენი ძმები, უკრაინელები. ომი უნდა მორჩეს“,- ამბობს რუსი ახალგაზრდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები