ანრი ოხანაშვილი: თუ ოპოზიციის ინტერესი უკრაინის საკითხზე მსჯელობაა, 41 დეპუტატი მალულად შეკრების ნაცვლად უმრავლესობას შეხვდებოდა

ვერ ნახავთ პარლამენტის რეგლამენტის ვერცერთ ჩანაწერს, რომ ვინმეს რაიმე ვალდებულება ჰქონდა და არ შესრულდა – იმის რეალიზება მოხდა, რაც რეგლამენტში წერია, კარი გაიღებოდა თუ არა, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არჩატარების საკითხს.

მისი თქმით, თუკი ოპოზიციას უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის რეალური სურვილი ჰქონდა, პრეზიდენტისთვის მიმართვამდე კონსულტაციებს “ქართულ ოცნებასთან” გაივლიდა.

“ვერ ნახავთ პარლამენტის რეგლამენტის ვერცერთ ჩანაწერს, რომ ვინმეს რაიმე ვალდებულება ჰქონდა და არ შესრულდა – იმის რეალიზება მოხდა, რაც რეგლამენტში წერია, კარი გაიღებოდა თუ არა.
დღეს საჭიროა ერთიანობა, პრაგმატული სიფრთხილე და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით სტრატეგიულ პარტნიორებთან სრული კოორდინაციით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ვინც ცდილობს ამის ნაცვლად სხვა დღის წესრიგი შემოგვთავაზოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების კეთილმოსურნე არ არის. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის ინტერესი უკრაინის საკითხზე მსჯელობაა, 41 დეპუტატი მალულად შეკრების და ხელმოწერების შეგროვების ნაცვლად, პირველ რიგში, უმრავლესობას შეხვდებოდა, რომ სხდომა დახურულ ფორმატში გამართულიყო”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები