ელენე ხოშტარია: დღეს 7-ზე რესპუბლიკის მოედანზე გავიდეთ – გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
“შაბათამდე ვერ გავჩერდებით. დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს არ იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა იწერება ისტორია, მათ შორის, ჩვენი. დღეს, 7-ზე რესპუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე”, – წერს ხოშტარია.