„კარანტინი რომ არა, არც მე „გავიდოდი“ კედლებზე“ – თვითნასწავლი ხელოვანი, საკუთარი ხელით მოხატული სახლი, „ლიმონები“ და თავისებური „რიმეიკი“…

დაიბადა ქუთაისში. დაამთავრ აკაკი ერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით იურისტი, თუმცა ამ განხრით არასოდეს მუშავია. შემდეგ ემიგრაციაში მოუწია გამგზავრება. სტამბოლში მუშაობდა… 2 წელია საქარველოში დაბრუნდ. ამჟამად კომპანია მკითხველის“  თანამშრომელი. აინტერესებს ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება. – ლილი ლოსაბერიძის პერსონა.
– პედაგოგების გარემოცვაში გავიზარდე. Მამა – გოდერძი ლოსაბერიძე ინგლისურის ენის პედაგოგია, წლები ასწავლიდა 21-ე საჯარო სკოლაში. დედა – გულნარა ასათიანი, პროფესიით ინჟინერი, წლებია ემიგრანტია, სამწუხაროდ. ბებია-ბაბუა პედაგოგები იყვნენ. გამზრდელი ბებია მკერავი იყო. სწორედ მისგან ვისწავლე ბევრი რამ. Მართლია, ბევრს მირჩევდა და მარიგებდა თარგის და სათითეს გამოყენება ისწავლეო, მაგრამ ჯიუტი ვარ. დღემდე თვალით ვზომავ. მყავს ძმა – ლაშა ლოსაბერიძე, პროფესიით ეკონომისტი. წლების მანძილზე ქუთაისის  მერიაში ბუღალტრად მუშაობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა მძიმე პერიოდს უკავშირდება, ეკონომიკურ-პოლიტიკურ – სოციალურ სიდუხჭირეს, იყო კრიმინალი  და განუკითხაობა, დღევანდელი გადმოსახედიდან მაინც კარგი ბავშვობა გვქონდა. ბავშვებს მშობლები გვერდით გვყავდა, გვქონდა წრფელი და რეალური ურთიერთობები, ვიცოდით თამაში, მეგობრობა, ერთმანეთის გატანა.
დღეს სულ სხვაგვარადაა… არ გეგონოთ, 90-იანებს მივტირი, იქ არაფერია მოსანატრებელი, გარდა ბავშვობისა. მეც ვაცხობდი ტალახისგან ტოტებს და ვაფორმებდი ყვავილებით, ვაწყობდი კონცერტებს და გვყავდა ჩვენი „შინაურული“ აუდიტორია. დატვირთული ვიყავი ცეკვით, სიმღერით, ფორტეპიანოს გაკვეთილები. ყველგან მშობლები დამატარებდნენ…  Შინ გვიან ვბრუნდებოთ. ღმერთო, როგორ ბნელოდა მაშინ და, მიუხედავად  ჩაბნელებული ქუჩებისა, გაკვეთილებს არ ვაცდენდი. Მახსოვს, რამდენჯერ ჩაგვტარებია  სანთლის და ლამპის შუქზე ცეკვის რეპეტიციები.
აკაკი ერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრეთ, პროფესიით იურისტი ხართ, თუმცა ამ განხრით არასოდეს გიმუშავიათ… ხელსაქმე სწორედ სტუდენტობის პერიოდში დაიწყეთ…
– წარჩინებულ სტუდენტთა რიგებში ვიყავი. სწორედ სტუდენტობისას მოვქარგე პირველი სურათი სრულიად მძივებისაგან – ყვავილების თაიგული და გავაწყე.
გულახდილად გეტყვით, ცოტას ვნანობ, პირველი იყო და უნდა შემენახა, თან ძალიან ლამაზი გამოვიდა. Მეორე სურათი „ცხენები“,  რომელიც შერეული მასალით დავიწყე, შუა ქარგვაში მივატოვე, დრო არ მქონდა, სტამბოლში ყოფნისას დავასრულე.
– როგორც სხვა ემიგრანტებს, თქვენც მოგიწიათ საზღვარგარეთ მუშაობა… იქ აქტიურად განაგრძეთ ხელსაქმე… ამბობთ, რომ ქარგავდით…
– ემიგრანტობაც გამოვცადე. მართლა ძალიან რთული ყოფილა. მონატრება და შიში ერთად…. ვისაც არ გამოუცდია, ღმერთმა არ გამოაცდევინოს. უკვე ემიგრანტებს კი გამძლეობას და მალე  შინ ბედნიერად დაბრუნებას ვუსურვებ.
ყველა სხვადასხვა გზას პოულობს შინაგანი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ჩემთვის ხელსაქმე იყო ეს გზა. ძირითადად, ჩაკეტილი ვიყავი, თავისუფალ დროს ქარგვით, ქსოვით და კითხვით ვივსებდი. ერთგვარი შვებაა, სიამოვნებაც. დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს რამდენჯერ ხელსაქმეზე დამთენებია. Ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვა უზორებით – ვიდეოგაკვეთილებით ვისწავლე. ძალიან კარგი საშუალებაა.
ორი წელია საქართველოში დაბრუნდით… კომპანია „მკითხველის“ თანამშრომელი ხართ… გაინტერესებთ ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება… ალბათ დაბრუნების მერე ახალი ხანა დაიწყო თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში…
– 2 წელი გავიდა, რაც ემიგრაციიდან  დავბრუნდი. Ჩემი ჩამოსვლა და პანდემია ფაქტობრივად ერთდროული იყო. ფაქტობრივად  „ჩამოვუსწარი“  და „დავრჩი“ სახლში (როგორც მოგვიწოდებდნენ). სწორედ შინ ჯდომამ დააწყებინა ხატვა, თორემ მანამდე ფურცელზეც  ვერ ვხატავდი.
ჯერ ეზოში მოვხატეთ ქვები მე და ჩემმა რძალმა (მასაც ძალიან უყვარს ხელსაქმე), თან ბავშვებიც გაერთნენ. მერე ბინაში რომ გადმოვედი, გადავწყვიტე, თავად გამელამაზებინა  ყველაფერი ისე, როგორც ჩემს გულსა და თვალებს უხარია, ჰოდა, პირდაპირი მნიშვნელობით კედლებზე გავედი, შევღებე ჭერი და კედლებიც „სპონტანურად“ შემომეხატა.
– მოხატული კედლები, ჯინსის ქურთუკი… ეტყობა, მუდამ სიახლეები გიზიდავთ…
– რამე კონკრეტულ ხაზს არ/ვერ მივყვები, რადგან ერთფეროვნება მწყინდება. სიახლეები მიყვარს. კედელზე მოხატული ხე დღეს უკვე გადაფერადებული და სხვაგვარად მორთულია.
ცოტაც ხეზე ვიმუშავე, „წავიდურგლე“, კედლები რომ აღარ მეყო, ავეჯზე გადავეცი, დაბოლოს, ფეხსაცმელები „შემომეხატა“. გამოქვეყნება და დადებითი შეფასებებიც ძალიან მსიამოვნებს, ჯინსის ქურთუკიც ფაქტობრივად შემომეხატა, ძალიან მიყვარდა, დაზიანდა და გადასაგდებად დამენანა. მოხატვაზე ცოტა ვიწვალე, მაგრამ მოქარგული ლამაზი გამოვიდა…
„ლიმონები საოცარია“ – ასეთი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ნაქარგს…
– პირველი დასრულებული შერეული ნაქარგია „ლიმონები“ და მეც ძალიან მიყვარს. ცოტა მოხლაფორთებულია… საქარგი ძაფები რომ არ მეყო, საქსოვი ძაფები შევურიე, რაღაც ფერები შევცვალე, რადგან საჭირო ნომრები ხელთ არ მქონდა, ანუ ჩემებური „რიმეიკია“.
პანდემიამ და კარანტინმა ხელი შეუწყო თქვენს გატაცებას თუ პირიქით?
– რაც ემიგრაციის პერიოდში დავიწყე, პანდემიამ გამაგრძელებინა. დამეხმარა რაღაცნაირად,  შინიდან გაუსვლელობით. კარანტინი რომ არა, არც მე „გავიდოდი“ კედლებზე…
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს მცენარეების მოვლა, ბუნება, ყვავილები, ოღონდ დაკრეფილი არა.  ყვავილებს სიცოცხლე უხდებათ. ასევე მიყვარს მუსიკა და  ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება. კიდევ…ძაღლებიც ძალიან მიყვარს. ჩემი ოთხფეხა მეგობარია – „ჭიჭიკო“…
– ოჯახი…
– ვარ დაოჯახებული. მყავს 14 წლის ქალიშვილი – ელენე.
– სამომავლო გეგმები…
–  ზუსტად ჯერ არ გადამიწყვეტია, სიმართლე გითხრათ, საკუთარი ადგილი ჯერ ვერ ვიპოვე!..

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები