თამარ გაბუნია: ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ძალიან დაბალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ძალიან დაბალია.

მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საკომუნიკაციო კამპანია და პაციენტებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბინაზე დარჩენის შემთხვევაში.

„ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ძალიან დაბალია – 1% ან 2%. ჩვენ დღეს დაახლოებით, 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე ვართ და საწოლფონდის 45% თავისუფალია. ჩვენ ვიყენებთ ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზებს. დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევიდან შესაძლებელია, კიდევ ერთი ამდენი ისედაც იყოს, რომელიც მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ამას ვერც ამჩნევს. რთული სათქმელია – შესაძლებელია, იყოს მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15 ათასზე, შეიძლება იყოს უფრო მეტიც. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე ეტაპზე არა მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორზე ვისაუბროთ. მთავარია ვისაუბროთ ბინაზე და პაციენტის მართვის შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი აქვს. კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საკომუნიკაციო კამპანია და პაციენტებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თავად ბინაზე დარჩენის შემთხვევაში და მათი მდგომარეობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები