აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკვე მეხუთე დღეა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 70 სპეციალური ტექნიკა და ადამიანური რესურსი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გასაწმენდად უწყვეტ რეჟიმშია ჩართული.
იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე, სასოფლო გზები.
თუმცა, ზოგიერთ მონაკვეთზე თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღემატება და სამუშაოები შეფერხებულია.
ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.