ლაგოდეხში ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.
თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, 35 წლამდე ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.