კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარში. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს”, – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები