თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
როგორც”კვირას” “თბილისი ენერჯიში” განუცხადეს, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული, ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ, სტუდენტი იყო, რომელიც ბინაში გირით ცხოვრობდა.