“საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დადასტურებული”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში „ომიკრონ“ შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

„ჩვენთან დღეს უკვე „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. მათი კონტაქტების გამოკვლევის შედეგად ვირუსი ყველას დაუდასტურდა. მათი დიდი ნაწილი ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები