ბიძინა კულუმბეგოვი: იქნება ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც

“სამწუხაროდ, იქნება ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც, მაგრამ თუ იქნება მკვეთრად შემცირებული, ვიდრე “დელტა” ვარიანტის, ან სხვა საწყისი ვარიანტების შემთხვევაში, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი”,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ შტამზე, “ომიკრონზე” საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

“წინასწარი მონაცემები არსებობს დაავადების მიმდინარეობის შედარებით შემსუბუქებასთან მიმართებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის, პრაქტიკულად, არალეტალურ დაავადებად გადაიქცა. ასე არ უნდა ჩაითვალოს, რომ ჰოსპიტალიზაცია არ იქნება და ყველა დაავადებული ადამიანი სახლში გადაიტანს. სამწუხაროდ, იქნება ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც, მაგრამ თუ იქნება მკვეთრად შემცირებული, ვიდრე “დელტა” ვარიანტის, ან სხვა საწყისი ვარიანტების შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი წმინდა ევოლუციური თვალსაზრისით, ვირუსის მიმდინარეობის კუთხით. ჩვენს ქვეყანაში შეწონილი იმუნიტეტი – გადატანილი და ვაქცინირებული ადამიანების არის 65%-მდე, ეს იმას 35% პროცენტი, მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე მოწყვლადია ნებისმიერი ახალი ინფექციისა და ვარიანტის მიმართ, რომლის მიმართაც იმუნიტეტი მათ არ ექნებათ. ამიტომ ყველას ვთხოვთ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით, ჩაიტარონ ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები