ანდრია ბასილაია: რაიონულმა გამგეობებმა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების მიმართულებით 400 მლნ ლარამდე დახარჯა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია რაიონული გამგეობების საქმიანობა.

„რაიონულმა გამგეობებმა ამ მიმართულებით 400 მილიონამდე ლარი დახარჯა. მილიონ ნახევარ ადამიანს გაეწია დახმარება ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე, სხვადასხვა განაცხადების დაფინანსებაზე. ათივე რაიონში ოპერირებს უფასო სასადილო და 42 000 ბენეფიციარს ემსახურება, რისთვისაც 180 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. გარდა ამისა, მოქმედებს მიზნობრივი ფინანსური დახმარება, რაც არის მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის. პარალელურად მოქმედებს ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, 15 000-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა, რაც 55 მილიონი ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერის მოადგილემ წლების განმავლობაში მოქალაქეებისთვის მოუგვარებელი პრობლემების გადასაჭრელად შექმნილი პროგრამები გამოყო, როგორიცაა კოოპერატიული ბინათმშენებლობა თუ კუთვნილი ფართების დაკანონება.

„დაკანონება იყო მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც 2017 წლიდან გამგეობებმა და თბილისის ქონების მართვის სააგენტომ დაიწყო მუშაობა. დღეს 3 000-ზე მეტ ოჯახს დაურეგისტრირდა კუთვნილი ფართები. კოოპერატიული ბინათმშენებლობაც იყო წლების განმავლობაში თაროზე შემოდებული პრობლემა. შევიმუშავეთ კონკრეტული კრიტერიუმი და რიგითობით დაკმაყოფილდა 2 500-მდე პირი, დარჩენილია 1 000, რომელსაც ახლო მომავალში დაუკმაყოფილდება მოთხოვნა. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ 150 000 მ2-მდე არის გაცემული.

რაც შეეხება უსახლკაროთა პროგრამას, პირველადი რეგისტრაცია გაიარა 355-მა ოჯახმა, რაც სრულად დაკმაყოფილდა. ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს, 2022 წლიდან დღემდე დარეგისტირებული ოჯახების დაკმაყოფილება“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები