საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თოხლიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადასვლას ცდილობდა. შედეგად მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ჯგუფები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები