სასწრაფოდ : ადიგენში 17 წლის ახალგაზრდა დაიკარგა

   დაბა ადიგენში მცხოვრებ 17 წლის სოსო ბალახაშვილს ოჯახის წევრები მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ის სახლიდან 14 იანვარს, დილით გავიდა. როგორც “კვირას“ დაკარგულის დამ – ნათია ბალახაშვილმა განუცხადა, სოსო 14 იანვარის დილას მეგობრებთან ძველი ახალი წლის აღსანიშნავად წავიდა, თუმცა მისი ძმა საღამოს შინ არ დაბრუნებულა. ,,14 – ში ღამით სახლში არ მოვიდა, გვეგონა ღამით მეგობართან დარჩა. 15 იანვარს დილით მოვიკითხეთ და არსად იყო, მეგობრებმა თქვეს, რომ არ უქეიფიათ. სოსოს უთქვამს, სახლში მივდივარო. ყველგან მოვიკითხე, მეგობრებთან, ნათესავებთან, ვერსად მივაკვლიეთ. ერთი გოგონა მოსწონდა, ვიფიქრეთ, მასთან ერთად ხომ არ წავიდაო. იმ გოგოს დავურეკეთ და გვითხრა, რომ სოსო არ უნახავს. სოსოს მობილურიც არ აქვს თან. პოლიციასაც შევატყობინეთ, ყველგან ვეძებთ, თუმცა ამაოდ“, -განუცხადა “კვირას“ ნათია ბალახაშვილმა.

მარიამ ზედგინიძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები