ანრი ოხანაშვილი: ორიენტირებული ვართ არა “ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგზე, არამედ – მოქალაქეების ინტერესებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ორიენტირებულია არა “ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგზე, არამედ –  მოქალაქეების ინტერესებზე.

“საქართველო დიდი ხანია, მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით აღარ ცხოვრობს და ხელისუფლება ვერ და არ იქნება იმ დღის წესრიგზე ორიენტირებული, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ მმართველ გუნდს შესთავაზოს. ორიენტირებული ვართ არა „ნაციონალების“ დღის წესრიგზე, არამედ – მოქალაქეების ინტერესებზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები