ამირან გამყრელიძე: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრას, რადგან სიკვიდილიანობის 85% სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფია
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 60-წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის აცრას, რამეთუ სიკვდილიანობის 85% სამწუხაროდ მოდის სწორედ 60 წელს ზემოთ ასაკოვან მოსახლეობაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ვაქცინაციის პირველი სამიზნე ჯგუფია და მათი აქტიური ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვნად შეამცირებს კოვიდით სიკვიდილიანობის მაჩვენებელს და, შესაბამისად, ვირუსის გავრცელებასაც.
“პირველი სამიზნე ჯგუფი გახლავთ მოსახლეობის ეს ასაკობრივი ჯგუფი. დღეს ქვეყანაში არის დაახლოებით 790 000 ამ ასაკის მოსახლეობა აქედან აცრილია მხოლოდ 300 000-მდე. საჭიროა დამატებით კიდევ 400 000-დან 500 000-მდე ამ ასაკის ადამიანის აცრა. თუ გვექნება ამ ჯგუფში 80-90 პროცენტიანი მოცვა, მაშინ სერიოზულად შევამცირებთ ქვეყანაში სიკვდილიანობას კოვიდით და, შესაბამისად, შევამცირებთ ვირუსის გავრცელებას.
გთხოვთ ყველას უმორჩილესად, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ მოსახლეობას რომ მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ. ყველა ვაქცინის საკმაო მარაგია ქვეყენაში, ამიტომ, მიბრძანდით და აიცერით”, – განაცხადა გამყრელიძემ.