მიხეილ სააკაშვილი: მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

“აქვე მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში, შიმშილობის პროცესი“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები