ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით გარდაცვალების 85% 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის – ყველაზე მოწყვლადი ფენის დაახლოებით ნახევარი აცრილი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 60 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მეტია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი.

მისივე თქმით, ყველაზე მოწყვლადი ფენის დაახლოებით ნახევარი აცრილი არ არის.

„ლეტალური გამოსავლის 85% 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, ანუ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე. ამავე დროს, სულ 60 წლის მოსახლეობა ქვეყანაში გვყავს 796 ათასი და აქედან დღევანდელი რიცხვით აცრილია 276 678. ყველაზე მოწყვლადი ფენის დაახლოებით ნახევარი აცრილი არ არის. დღეს ყველაზე მეტი ფატალური გამოსავალი სწორედ ამ ასაკში გვაქვს. ამიტომ, საბჭოს დღევანდელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „მწვანე პასპორტთან“ ერთად გახლავთ ის, რომ მონეტარული და სერიოზული წახალისებები ექნებათ ამ ადამიანებს. ეს არ არის ჩვენი „ქართული ველოსიპედი“, ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა იმუნიზაციის პროცესის გარკვეულ ეტაპზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები