ამირან გამყრელიძე: საქართველოში იმუნური ფენა მოსახლეობის, დაახლოებით, 54%-ს შეადგენს

“ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54%, რომელსაც ბუნებრივად, ან ხელოვნურად ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმუნური ფენა, სულ მცირე, 80% უნდა იყოს.

„ჩვენი გათვლებით, ვინც აცრილია და პლუს კიდევ გადატანილი აქვს კორონავირუსი, არის 54%. ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევამ, რომელიც ბოლოს ჩავატარეთ ზაფხულში, მოგვცა 42%-იანი გადატანის მაჩვენებელი, პლუს აცრები და ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54%, რომელსაც ბუნებრივად, ან ხელოვნურად ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. ანუ დაახლოებით მოსახლეობის 46% არის მიმღები, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ამიტომაც არის ეს ტალღები, რაც გვაქვს. სულ მცირე, 80% მაინც უნდა იყოს აცრილი, პლუს გადატანილი, ანუ იმუნური ფენა, რომ ჩვენ უფრო თავისუფლად ვიყოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები