ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან საგანგაშო მაჩვენებლებია, ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება კრიტიკული პერიოდი

“სამწუხაროდ, ამის მოლოდინი არსებობს, ვისურვებდით, რომ ეს არ გამართლდეს, მაგრამ ეს ვირუსი ასეთი ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რომ აქ არაფერი გამორიცხული არაა”, – ასე პასუხობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კითხვას​ – კორონავირუსის მე-5 ტალღის მაღალ ნიშნულზე დაწყება ნიშნავს თუ არა ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლების ზრდას.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული მაჩვენებლები საგანგაშოა.

“სამწუხაროდ, ამის მოლოდინი არსებობს, ვისურვებდით, რომ ეს არ გამართლდეს, მაგრამ ეს ვირუსი ასეთი ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რომ აქ არაფერი გამორიცხული არაა, ჩვენ საკმაოდ მაღალი ნიშნული გვაქვს ახლა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია. ეს არის ძალიან საგანგაშო მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც გართულდება პაციენტების მოთავსება კლინიკებში და საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია და ქვეყანას არ შეუძლია, უსასრულოდ მიიღოს პაციენტები, არის საველე ჰოსპიტალი, რომელშიც თქვენ იცით, როგორი შეიძლება, იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის სირთულეს”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები