მაკდონალდის ტბა და მისი ფერადი კენჭების „საიდუმლო“

აშშ-ში, კანადის საზღვართან ახლოს, მონტანას შტატში არაჩვეულებრივი ნაციონალური პარკი – გლეიშერი –  მდებარეობს. პარკი ძალიან ლამაზია და განთქმულია საკუთარი ტყით, მთებითა და ყინულოვანი ტბებით. ნაციონალურ პარკში 700-ზე მეტი ტბაა, მაგრამ მათგან მხოლოდ 131-ს გააჩნია დასახელება, ყველა დანარჩენი უსახელოა.

ერთ-ერთი გასაოცარი რამ ამ ტბებში ფერადი კენჭებია, რომლითაც მთელი ფსკერი და ნაპირია დაფარული. ქვები სხვადასხვა ფერებშია, მუქი წითლიდან დაწყებული, მწვანით თუ ლურჯით დამთავრებული.

მათ შორის ყველაზე მრავალფეროვანი მაკდონალდის ტბაა, რომელსაც პარკის დასავლეთ ნაწილში წააწყდებით. მაკდონალდის ტბა ყველაზე დიდი, გრძელი და ღრმა ტბაა გლეიშერის ნაციონალურ პარკში. მისი ზედაპირის ფართობი 27,6 კვადრატული კილომეტრია, ხოლო სიღრმე 141 მეტრი.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამერიკის ნაციონალურ პარკებს შორის გლეიშერი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პარკად ითვლება.

მაკდონალდის ტბის ფერადი ქვები სრულიად ბუნებრივია. კენჭების ფერადოვნება განპირობებულია რკინის მაღალი შემცველობით და მჟავიანობის ხარისხით.

ტბის კიდევ ერთი გამორჩეული მხარე მისი განუმეორებელი სისუფთავეა. მაკდონალდის ტბის სისუფთავე განპირობებულია  მისი ტემპერატურით, რომელიც არასდროს აღემატება +10 გრადუსს ცელსიუსით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები