ანრი ოხანაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესისთვის ემზადებიან.
„აზრის გამოხატვის უფლება და სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა 2012 წლამდე, თუ ვინმე ამას ცდილობდა, სასტიკად არბევდნენ და პოლიტიკურად უსწორდებოდნენ. დღეს სრულად არის დაცული და ყველას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, გამოხატოს საკუთარი მშვიდობიანი პროტესტი. ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, კონკრეტულად, რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესისთვის, რადიკალიზაციის მცდელობისთვის, ცალსახაა და შესაძლოა, იყოს კიდევ ერთი სიგნალი, მათი წამოცდენა, რომ ამ დღის წესრიგს მიყვებიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.