16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 1 589 024 აცრა ჩატარდა
16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 1 589 024 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, 15 სექტემბერს აიცრა 25 150 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.