ამირან გამყრელიძე: სექტემბერ-ოქტომბერში თუ მინიმუმ 800 ათას და მაქსიმუმ 1 მლნ. აცრას გავაკეთებთ, ქვეყანაში ეპიდემიას სერიოზულად შევაკავებთ

“სექტემბერსა და ოქტომბერში თუ ჩვენ მინიმუმ 800 ათას და მაქსიმუმ მილიონ აცრას გავაკეთებთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, ქვეყანაში ეპიდემიას სერიოზულად შევაკავებთ”, – ამის შესახებ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აცრების ტემპის მიხედვით, აგვისტოში დღიურად 3-ჯერ მეტი აცრა ტარდებოდა, ვიდრე – ივლისში.

„ჩვენ გვინდა, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში, თუ შევძელით ყველამ ერთად, დაახლოებით, თვეში მილიონი აცრა გავაკეთოთ. ანუ ეს არის, დაახლოებით, 30 ათასი აცრა დღეში. ამისთვის ყველაფერი არსებობს. ყველა მოცემულობა. მხედველობაში მაქვს ის, რომ გამტარუნარიანობა დღეში 40 ათასი აცრაა. ქვეყანაში ვაქცინების საკმაო მარაგია. გუშინ ღამე დამატებით 400 ათასი დოზა „ფაიზერი“ შემოვიდა.

ასევე, ჩვენ გუშინ რეზერვებიდან კვლავ დავიწყეთ აცრები „სინოფარმზე“, რადგან გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ კვირის განმავლობაში „სინოფარმის“ დამატებითი დოზები შემოვა. იცით, რომ გვაქვს „სინოვაკის“, 20 ათასამდე დოზა „ასტრაზენეკა“, ანუ არჩევანი არის 4 ვაქცინას შორის. სექტემბერში ყველაფერი უნდა გაკეთდეს და სექტემბერსა და ოქტომბერში თუ ჩვენ მინიმუმ 800 ათას და მაქსიმუმ მილიონ აცრას გავაკეთებთ (აგვისტოში 715 ათასი გვქონდა), მაშინ დარწმუნებული იყავით, ქვეყანაში ეპიდემიას სერიოზულად შევაკავებთ. ყველა მუნიციპალიტეტშია დღეს რამდენიმე ამცრელი პუნქტები, არის ადგილზე გამსვლელი ბრიგადები და მოძრავი ავტობუსები დიდ ქალებში, ხელმისაწვდომობა კიდევ მეტადაა გაზრდილი, ჯავშნები არ არის შევსებული. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ვსარგებლობ და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ, რადგან პანდემიის დამარცხების გზა ჩვენთან აცრებზე გადის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები