რუსმა ტურისტმა ბიჭვინთაში ორი ადამიანი დაჭრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში სამარაში მცხოვრებმა ალექსანდრე სოვინკინმა სასტუმრო “სერ რემბო”-ში დანით ორი ადამიანი დაჭრა.

როგორც ე.წ. პოლიციაში განაცხადეს, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასტუმროს მეპატრონეს, 53 წლის მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა კისრისა და ხელების არეში. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რის შემდეგაც სოვინკინმა კიდევ ერთი ადამიანი, ტურისტი ქალი ნოვოსიბირსკიდან დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

მამაკაცი “ცხელ კვალზე” დააკავეს. დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები