ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრები – ზაზა ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე თესალონიკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრები – ზაზა ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ თესალონიკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
,,საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროგრამებს ინფრასტრუქტურის, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით. ყურადღება დაეთმო იმერეთის რეგიონში და კონკრეტულად ქუთაისში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
შეხვედრას თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე დაესწრო”,- წერია ინფორმაციაში.