გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების დაზიანებული ნათურები იცვლება
გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების დაზიანებული ნათურები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს.
,,სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო მოსახლეობისგან მიღებული შეტყობინებებისა და მონიტორინგის საფუძველზე ახორციელებს.
მიმდინარეობს ასევე, ძველი ნათურების ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) ნათურებით ჩანაცვლება.
სამუშაოები უკვე დასრულდა ჯავახიშვილისა და არაგვის ქუჩებზე”,- წერია ინფორმაციაში.