მიხეილ ყაველაშვილი – ჰერჩინსკის წერილზე: ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან მაგრამ ვინ მოგისმინა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ საკითხის ირგვლივ “ქართული ოცნება“ მაშინაც საუბრობდა – ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან მაგრამ ვინ მოგისმინა.

„მთავარი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოუსმინოს ხელისუფლებას. რეალურად შეაფასოს. ის, რომ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეს და შეფასებაშიც იყო ობიექტური – ვინ რა განცხადებას აკეთებს და ა.შ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა აღიარა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა. ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი წერილი, ერთ -ერთი პროგრამის შესახებ, სწორედ იმის განმარტებით იწყება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ევროპის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების შესაბამისად, ფაქტობრივად შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები