თამარ გაბუნია: 16-დან 18 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა საკმაოდ აქტიურია

“ვაქცინაციის პროცესში 16-დან 18 წლამდე მოზარდების ჩართვა საკმაოდ აქტიურია. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა ასაკის ვაქცინაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა მიდის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 12 წლის ზემოთ ბავშვთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება.

„16-დან 18 წლამდე ჩართვა საკმაოდ აქტიურია. ზუსტი რიცხვი დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია, მოგაწოდოთ. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა ასაკის ვაქცინაციას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მსჯელობა მიდის, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო. აშშ-ში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინით მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები