რა შემთხვევაში შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვაქცინაცია – თამარ გაბუნიას განმარტება

რა შემთხვევაში შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვაქცინაცია – ამის შესახებ განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ცხოვრობს სამი თვის და მეტი ხნის განმავლობაში. ასევე, ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა აქვთ „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის მონაწილეებს, თუ წარმოადგენენ დამადასტურებელ საბუთს. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში დიპლომატიური სტატუსისა  და მასთან გათანაბრებული ორგანიზაციების თანამშრომლებსაც შეუძლიათ აცრა, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები