ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით სიკვდილიანობა ბოლო კვირაში პირველ ადგილზე გავიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დღიურად 60 ადამიანის გარდაცვალება ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, კორონავირუსით სიკვდილიანობა ბოლო კვირაში პირველ ადგილზე გავიდა.

„ზოგადად, სიკვდილიანობის განხილვა პროფესიულ საზოგადოებაში ხდება. ჩვენ დღეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს 1,35%. ეს არის ე.წ. კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომლითაც ითვლება, თუ რამდენი ადამიანი დაგვეღუპა და რა შეფარდებაა მისი დაინფიცირებულებთან, ანუ დღეს ნახევარ მილიონზე მეტია ქვეყანაში დაინფიცირებული, ეს არის 1,35%. საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელი არის 2,1%. თუ ამ პროცენტებით ვისაუბრებთ, ჩვენი მაჩვენებელი არ არის განსაკუთრებით ისეთი დიდი, მაგრამ თითოეული გარდაცვალება, რაც დღეს ხდება, როდესაც დღეში 60 გარდაცვალება გვაქვს ამ პატარა ქვეყანაში, როცა პიკზე 74 გვქონდა, ძალიან მაღალია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. პირველი განმაპირობებელი არის ის, რომ დღეში ინფიცირების 5 ათასი შემთხვევა გვაქვს. რაც შეეხება პროტოკოლს, ის გარკვეული პერიოდულობით იხვეწება. ჩვენი დღევანდელი პროტოკოლი ერთ-ერთი კარგი პროტოკოლია. მეორე მხარეა ის, თუ როგორ სრულდება.

დღევანდელი გლობალური მონაცემებით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე გავიდა. მან გაასწრო სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სიმსივნეები თავიანთი ტვირთით, იგივე ხდება საქართველოშიც“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები