ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელოდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა უკრაინის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ვეტყვი, როგორ ხარ? ის რთულ სიტუაციაშია. იქ არასდროს უნდა აღმოჩენილიყო“.
აღსანიშნავია, რომ ჰააგაში ჩასვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერს, დედოფალ მაქსიმას და გვირგვინოსან პრინცესა კატარინა-ამალიას.
შეერთებული შტატების ლიდერი სასახლეში დაგეგმილ ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ყველა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.