ისრაელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებს ხსნის – აეროპორტები ფუნქციონირებას სრულად განაახლებენ

ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობა აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა შეზღუდვა მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზოგადოებას შეუძლია სრულ აქტივობაზე გადავიდეს.

ღაზასთან მდებარე დასახლებებში 2 000 ადამიანამდე შეკრება კვლავ შეზღუდული იქნება.

ისრაელის აეროპორტების სამმართველოში აღნიშნავენ, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები ფუნქციონირებას სრულად განაახლებენ.

„ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნების ფარგლებში, გაუქმდა ყველა შეზღუდვა შემომავალ და გამავალ რეისებზე, ასევე თითოეულ რეისზე მგზავრთა რაოდენობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები