ლაშა აბაშიძე რკინიგზის თანამშრომლებს ხაშურსა და სამტრედიაში შეხვდა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ხაშურისა და სამტრედიის დეპოები დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ლაშა აბაშიძემ ადგილზე დასაქმებული რკინიგზელებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები და გამოწვევები. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი საამქროებში მიმდინარე ტექნიკურ სამუშაო პროცესს დაესწრო.

ლაშა აბაშიძის განმარტებით, სავაგონო და სალოკომოტივო პარკის გაუმჯობესება კომპანიის ეფექტიანობის გაზრდის წინაპირობაა. გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას არსებითი მნიშვნელობა მიენიჭება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები