თამარ გაბუნია: აჭარასა და თბილისში სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები უკვე ამ კვირიდან უნდა დავინახოთ

“აჭარასა და თბილისში სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები უკვე ამ კვირიდან უნდა დავინახოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ეპიდვითარებაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

„დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა, თუმცა, ეს ჩვეულებრივი „სამშაბათის ეფექტია“, როდესაც კუმულაციური რაოდენობა გვაქვს იმ შემთხვევების, რაც კვირას არ დადასტურდა. ამას ემატება ორშაბათი და, ჯამურად რომ განვიხილოთ, ამ ორი დღის საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 4500. ეს მიჰყვება იმ ტენდენციას, რომელიც იყო ბოლო დღეების განმავლობაში. 4500-5000 შემთხვევა, ბუნებრივია, ძალიან ბევრია. ამ კვირიდან უნდა დავინახოთ შეზღუდვების ეფექტი და სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აჭარასა და თბილისში მაინც“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები