სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის სპექტაკლი გაიმართა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული და მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ესტუმრნენ. თეატრში ასევე, იმყოფებოდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები. თავდაცვის სამინისტროსა და თეატრის ხელმძღვანელობის ინიციატივით, ახალგაზრდები რეჟისორ კოტე მირიანაშვილის სპექტაკლს “ჩიტის მოტანილი ამბავი” დაესწრნენ. კულტურული ღონისძიება დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. სპექტაკლზე თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრები აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები იმყოფებოდნენ. მსგავსი სახის ღონისძიებები რეგულარულად მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები