მასობრივი იმუნიზაციის გააქტიურების მიზნით, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ გახსნილ ცენტრში საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. “სინოფარმით”, “სინოვაკითა” და “ფაიზერით,, უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი აიცრა.
მათი განცხადებით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის პროცესი გაცილებით მოსახერხებელია, რადგან ისინი რეგისტრაციისას ტექნიკურ პრობლემებს არ აწყდებიან, დგებიან ცოცხალ რიგში და ადგილზე ირჩევენ სასურველ ვაქცინას.