კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი – www.er.moh.gov.ge ამოქმედდა.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ, პორტალზე დარეგისტრირდნენ.
“112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
აღნიშნული პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.
ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და, მეორე მხრივ, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.