საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება
,,ლაითურის პენიტენციური დაწესებულება იქნება პირველი საპატიმრო საქართველოში, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს სრულყოფილად მოემსახურება“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით: საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.
700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დასრულდება.