ამირან გამყრელიძე: ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია.
მისივე თქმით, წესები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დაიცვას.
„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს – არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედეგი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.